„გლდანი მოლის“ ბოლო, მე-4 სართული მთლიანად ბავშვების განკარგულებაშია - ეს ტერიტორია სავაჭრო ცენტრის ყველაზე ხმაურიანი ადგილია. აქ გასართობი ცენტრ „პიგმის“ მომსახურებით სარგებლობის გარდა, პატარებისთვის „ბასტი-ბუბუს“ დაბადების დღის ცენტრში დაუვიწყარი დღესასწაულის მოწყობაც შეგიძლიათ.