ჩვენ შესახებ

სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" - თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, მეტრო "ახმეტელის თეატრის" ამოსასვლელთან მდებარეობს. კომპლექსი 7 სართულისგან შედგება, რომელიც ერთ კომფორტულ სივრცეში სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს აერთიანებს. გლდანი მოლში 100-მდე კომერციული ობიექტი ფუნქციონირებს, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ცნობილი საერთაშორისო ბრენდები და ქსელები.

"გლდანი მოლი" - სამეზობლო ტიპის სავაჭრო ცენტრია, რომელიც უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. ეს არის კომფორტული სივრცე მომხარებლისთვის, სადაც ყველაფერია შოპინგის, დასვენებისა და გართობისთვის. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო შეგვექმნა გარემო, რომელიც საინტერესო და სასურველი იქნებოდა ოჯახის ყველა წევრისთვის.

"გლდანი მოლში" მოხვედრა ნებისმიერი ტრანსპორტის გამოყენებით არის შესაძლებელი. განსაკუთრებით მოსახერხებელია მეტრო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებს კომფორტულ გარემოში შოპინგს, ხოლო შემდგომ ქალაქის ნებისმიერ წერტილში დაბრუნებას. 

სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" 2014 წლის 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ის  "კაპიტოლ ჰოლდინგის" წევრი კომპანიაა - "კაპიტოლ მენეჯმენტისა" და კომპანია "სალხინო 93-ის" ერთობლივი ძალისხმევის შედეგად განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მოლის მართავს კომპანია "გლდანი მოლ სერვისი".

About GldaniMall 1 About GldaniMall 2 About GldaniMall 3 About GldaniMall 4